. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთერთია იმ შვიდ თვეს შორის რომელიც 31 რიცხვით გადის. ძველი სლავები ამბობენ: "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა ხშირად, ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არ არის, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.
დაბადებული 11 აგვისტოს
11 აგვისტოს დაბადებული ადამიანები, წინდახედულებითა და გონიერებით გამოირჩევიან. ამიტომ მათი მოტყუება ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია. მათ უმრავლესობას უყვარს ნებისმიერი სიტუაციის არსში ბოლომდე წვდომა და ერთი შეხედვით რთული პრობლემების გამარტივება. თუმცაღა ჩვევა, გარშემო მყოფებს სიმართლე შეულამაზებლად და პირადაპირ მიახალონ, ხშირად ხდება ამ ადამიანების ცხოვრებაში მტრების გამრავლების მიზეზი.