იმ დროს ასევე გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი.
მარტის თვე ორ რადიკალურად განსხვავებული ბუნების ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - თევზებს და ვერძს. თევზები სენსიტიური, რბილი, დამყოლი ნიშანია. ვერძი კი შემტევი, აქტიური და გარკვეულწილად აგრესიული.
დაბადებული 11 მარტს
11 მარტს დაბადებული ადამიანები, დაკვირვების უნარითა და გამჭრიახობით გამოირჩევიან. ამ ხალხის უმეტესობას ღრმად სწამს, რომ წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჰარმონიულად შეუძლია მას გარემომცველ სამყაროზე მორგება. თუმცა, სურვილი ყოველთვის გაითვალისწინონ სხვების აზრი, ხშირად ხდება ამ ხალხისთვის საკუთარი თავის რწმენის დაკარგვის მიზეზი.