(ლათ. Octo - რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი "იყოფს" - ჰარმონიული, სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიური კუთხით.
დაბადებული 11 ოქტომბერს
11 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით ერთგული და მზრუნველი ნატურები არიან. მათ უმრავლესობას ახასიათებს მძაფრი მიჯაჭვულობის გრძნობა იმ ხალხის მიმართ, ვის გარემოცვაშიც უწევთ ცხოვრება და მოღვაწეობა. ამიტომ ხშირად ექცევიან გავლენაში და უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.