ძველრომაული კალენდრით იგი მეშვიდე თვედ იყო მიჩნეული ნაცვლად მეცხრე თვისა.
ძველი სლავები სექტემბერს "ვერესენს" უწოდებდნენ (პოლონურად Wrzesień), ერთ-ერთი მცენარის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელიც სწორედ ზაფხულის და შემოდგომის გზასაყარზე ყვაოდა.
ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიური ხედვის ნიჭია. თუმცა ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".
დაბადებული 11 სექტემბერს
11 სექტემბერს დაბადებული ადამიანები, ემოციური ბუნებითა და ფიცხი ხასიათით გამოირჩევიან. მათ ცხოვრებაში ყოველთვის აქვს ადგილი გარკვეულ ფატალურობას. ისინი ხშირად ვარდებიან აუხსნელ, უცნაურ სიტუაციებში საიდანაც გამოსავლის პოვნა მხოლოდ და მხოლოდ მათ გამჭრიახობაზეა ყოველთვის დამოკიდებული. თუმცაღა ამ ხალხს არაჩვეულებრივი ინტუიცია და ლავირების უნარი გააჩნია. რის ხარჯზეც ისინი ყოველთვის ახერხებენ თავი დააღწიონ პრობლემებს.