. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორული ურთიერთობების რაგვარობას განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
დაბადებული 13 ივნისს
13 ივნისს დაბადებული ადამიანები, მდიდარი წარმოსახვის უნარით და მაძიებლური ინსტიქტებით არიან დაჯილდოვებული. მათ უყვართ მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანების გაცნობა. თუმცა ხშირად ერთობ გაუთვალისწინებელ სიტუაციებშიც ხვდებიან, იმის გამო რომ ახასიათებთ დაუფიქრებლად რისკზე წასვლის ჩვევა.