ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 13 მაისს
13 მაისს დაბადებული ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში პუბლიკის ყურადღების ცენტრში ექცევიან საკუთარი ნიჭით, საქმიანობით ან პირადი ცხოვრების დეტალებით. ასეთ ადამიანი, როგორც წესი, ადვილად ახერხებს პოპულარობის მოპოვებას. თუმცა, მის ცხოვრებაში ზუსტად ამის გამო, ძნელად რჩება ადგილი გულწრფელი გრძნობებისა და ურთიერთობებისთვის.