იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 13 თებერვალს
13 თებერვალს დაბადებული ადამიანები, ბუნებით გახსნილები, ხმაურიანები და კომუნიკაბელურები არიან. მათ უყვართ საზოგადოებაში ყოფნა და კარგად ეხერხებათ შთაბეჭდილების მოხდენა სხვებზე, საკუთარი საქციელით. თუმცა, თვისება ზოგჯერ ზედმეტად ბევრი ისაუბრონ საკუთარ თავსა და განცდებზე, ხშირდ იწვევს გარშემო მყოფების გადაღლას მათ საზოგადოებაში.