ე.წ. "სამეფო" თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
დაბადებული 14 ივლისს
14 ივლისს დაბადებული ადამიანები, უზომოდ გულწრფელი და პატიოსანი ბუნების არიან. მათ ახასიათებთ გახსნილობა ურთიერთობისას, რის ხარჯზეც ხშირად ახერხებენ ადამიანთა სიმპათიები დაიმსახურონ. მათ კარგად ესმით სხვების ტკივილი და ემოციები, ამიტომ შესანიშნავად ითვისებენ ისეთ პროფესიებს რომელიც ასეთი თვისებების ქონას მოითხოვს - ფსიქოლოგია, სოციოლოგია, მედიცინის სფერო და ა.შ