იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 14 თებერვალს
14 თებერვალს დაბადებული ადამიანები, შესანიშნავი ორატორული შესაძლებლობებით და კარგი არტისტული მონაცემებით არიან დაჯილდოვებულნი. მათი უმრავლესობა კარგად ფლობს, სხვების დარწმუნების ხელოვნებას რაც ხშირად ეხმარება ამ ხალხს იმაში, რომ ნებისმიერი სირთულის პრობლემიდან მარტივად დაიძვრინოს თავი. თუმცაღა ამ ხალხის ნიჭი მჭერმეტყველებისკენ, ზოგჯერ უბრალო ჭორაობას ემსგავსება რის გამოც, მათ არაერთ სკანდალში უწევთ გახვევა.