(ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახლეწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
დაბადებული 16 ნოემბერს
16 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, ორგანიზატორული ნიჭითა და მართვის უნარით არიან დაჯილდოებულნი. მათ გააჩნიათ შესაძლებლობა უხელმძღვანელონ მასებს, მიმართონ სოციუმის ინტერესი ერთი კონკრეტული მიმართულებით ისე, რომ ყოველივე ეს საბოლოოდ დიდ და მნიშვნელოვან მიზანს ემსახუროს.