იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 16 თებერვალს
16 თებერვალს დაბადებული ადამიანები მოქნილი ანალიტიკური გონებით, კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარითა და სისადავით გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა ძალიან აფასებს უბრალოებას და ბუნებრიობას სხვების ხასიათში. თუმცა, თვისება, პერიოდულად სიფიცხეს და სპონტანურ ემოციებს მისცენ გასაქანი, ხშირად ხდება ამ ხალხისთვის იმის მიზეზი, რომ საზოგადოებას მათ მიმართ წარმოდგენა ეკარგება.