– კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
დაბადებული 17 აპრილს
17 აპრილს დაბადებული ადამიანები, პრინციპულები და შორსმჭვრეტელები არიან. მათ კარგად ეხერხებათ სხვებზე გავლენის მოხდენა და ხშირად ახერხებენ ძალაუფლების სადავეების ხელში ჩაგდებას. თუმცა, არცთუ იშვიათად, სხვების ცხოვრებაში უტაქტოდ ჩარევის გამო, მათ პრობლემები ექმნებათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში.