(ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახლეწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
დაბადებული 17 ნოემბერს
17 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით სამართლიანები და ერთგულები არიან. მათ ხშირად სთხოვენ შუამავლობას, ამა თუ იმ სიტუაციაში კონფლიქტის დროს ესკალაციის დასარეგულირებლად. თუმცა, ამ ხალხს უნდა ახსოვდეს ის, რომ არ არის სასურველი ყოველგვარი პრობლემა საკუთარ მხრებზე მოიკიდონ.