(ლათ. Octo - რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი "იყოფს" - ჰარმონიული, სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიური კუთხით.
დაბადებული 17 ოქტომბერს
17 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები, რისკისა და ფათერაკის მოყვარულები არიან. მათში გამძაფრებული დოზითაა ექსტრიმის სიყვარული, რის გამოც ამ ხალხის უმრავლესობა ხშირად ისეთ პროფესიას ირჩევს, რომელიც გარკვეულწილად მაინც უკავშირდება რისკს – მაგალითად კასკადიორის, მაშველის, ქირურგის პროფესია. თუმცა, ხიფათის სიყვარულს, ზოგჯერ იქამდე მიჰყავს ეს ხალხი, რომ შეიძლება სიმამაცე გაუაზრებელ საქციელში გადაეზარდოთ და ამით საკუთარ თავთან ერთად, სხვებიც დააზარალონ.