. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორული ურთიერთობების რაგვარობას განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
დაბადებული 18 ივნისს
18 ივნისს დაბადებული ადამიანები, ხელმომჭირნეები და მეთოდურები აირიან. ისინი კარგად ფლობენ ფინანსების გამომუშავების ხელოვნებას, აქვთ შესანიშნავი ფინანსური ალღო და არც უთავბოლოდ ანიავებენ დაგროვილ კაპიტალს. მათ აქვთ შანსი ბრწყინვალე კარიერა გაიკეთონ პოლიტიკურ სარბიელზე, ოღონდ იმ პირობით თუ საკუთარ იმპულსურ ხასიათსა და სიფიცხეს მაქსიმალურად გააკონტროლებენ.