(ლათ. Octo - რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი "იყოფს" - ჰარმონიული, სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიური კუთხით.
დაბადებული 18 ოქტომბერს
18 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები, წინამძღოლისა და ლიდერის თვისებებით არიან დაჯილდოებულნი. მათში კარგად ერწყმის ერთმანეთს, მეფური მანერები და გარკვეული სისასდავე, რის გამოც გარშემო მყოფებში ეს ხალხი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს. თუმცა სასურველია მათ გააცნობიერონ ის, რომ არ არის აუცილებელი ყოველთვის აკონტროლონ საკუთარი ემოციები და თავს ხანდახან სისუსტის გამომჟღავნების უფლებაც მისცენ საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში.