. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთერთია იმ შვიდ თვეს შორის რომელიც 31 რიცხვით გადის. ძველი სლავები ამბობენ: "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა ხშირად, ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არ არის, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.
დაბადებული 19 აგვისტოს
19 აგვისტოს დაბადებული ადამიანები, ძალზე მგრძნობიარე და ემოციური ნატურები არიან. მათ ძალიან უყვართ საკუთარ თავზე მითების შექმნა და მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი ცხოვრების დეტალები გაასაიდუმლოონ. თუმცა, ამის მიზეზი პირადი უსაფრთხოების დაცვაზე მეტად არის ის, რომ ამ ხალხს ძალიან უყვარს სხვების გაოცება მოულოდნელი სიურპრიზებით.