იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ, რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანსა და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისება, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.
დაბადებული 19 დეკემბერს
19 დეკემბერს დაბადებული ადამიანები, ზედმეტად ხისტი და პირდაპირი ხასიათით გამოირჩევიან. ალალებს და გულმართლებს, ხშირად უძნელდებათ თვალი აარიდონ სიყალბეს ისე, რომ მძაფრი რეაგირება არ გამოხატონ უსამართლობის წინააღმდეგ. თუმცა, მათ უნდა ახსოვდეთ ისიც, რომ დიპლომატიური მიდგომით გაცილებით მარტივი იქნება ნებისმიერი ბრძოლის მოგება.