იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 19 თებერვალს
19 თებერვალს დაბადებული ადამიანები, კარგი კომერციული ნიჭითა და მიზანმიმართულობით არიან გამორჩეულნი. მათ უმრავლესობას ოსტატურად ეხერხება ერთმანეთს შეუთავსოს სასარგებლო და საიამოვნო საქმე. ამიტომ ამ ხალხს შორის ხშირად ვხვდებით თავისუფალი პროფესიის ადამიანებს ან კარგ ბიზნესმენებს, რომელთაც პარალელურად მეცენატური საქმიანობისკენაც მიუწვდებათ ხელი.