აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცაღა გამომდინარე იქედან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
დაბადებული 2 იანვარს
2 იანვარს დაბადებული ადამიანები, უზომოდ შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ინდივიდები არიან. მათ ახასიათებთ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ. რის ხარჯზეც ხშირად ნაკლებად ფასდება მათ მიერ სხვებისთვის გაწეული სიკეთე და მზრუნველობა, გამომდინარე იქედან რომ ადამიანები ხშირად მათ სიმკაცრეს დიქტატურად აღიქვამენ.