ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროს და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 2 მაისს
2 მაისს დაბადებული ადამიანები, დაბადებიდანვე კარგი ფსიქოლოგები არიან. ისინი ფლობენ შესანიშნავ ინტუიციას და შორსმჭვრეტელობის უნარს, ამიტომ მათი მოტყუება ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება რომ ისინი თავიანთ ამ უნარს, სხვებზე მანიპულაციის მიზნით იყენებენ, რასაც მათ ცხოვრებაში პრობლემები შეიძლება მოჰყვეს.