ძველრომაული კალენდრით იგი მეშვიდე თვედ იყო მიჩნეული ნაცვლად მეცხრე თვისა.
ძველი სლავები სექტემბერს "ვერესენს" უწოდებდნენ (პოლონურად Wrzesień), ერთ-ერთი მცენარის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელიც სწორედ ზაფხულის და შემოდგომის გზასაყარზე ყვაოდა.
ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიური ხედვის ნიჭია. თუმცა ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".
დაბადებული 2 სექტემბერს
2 სექტემბერს დაბადებული ადამიანები, პირდაპირები და უკომპრომისოები არიან. მათ ძალა შესწევთ როგორც სხვის, ისე საკუთარ შეცდომებზე ღიად და დაუფარავად ისაუბრონ. ასეთივე შემართებით ებმებიან ისინი ნებისმიერი სახის უსამართლობასთან ომში და ცდილობენ აღადგინონ ბალანსი. თუმცაღა მათი მკაცრი ხასიათი ხშირად ხდება გარშემო მყოფებისთვის ბარიერი ამ ადამიანებთან ურთიერთობისას, ამიტომ სასურველი იქნება თუ ისინი სხვების აზრის მოსმენა-გათვალისწინებას მიეჩვევიან.