განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცაღა გამომდინარე იქედან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
დაბადებული 20 იანვარს
20 იანვარს დაბადებული ადამიანები, ბუნებით უზომოდ პრინციპულები და მებრძოლი სულისკვეთების მქონე ინდივიდები არიან. მათ უმრავლესობას აქვს უნარი, ნებისმიერი სახის ცხოვრებისეულ გამოწვევას და სირთულეს გაუმკლავდეს ღირსეულად, ისე რომ სხვებს არ სთხოვოს დახმარება.