დაბადებული 21 აგვისტოს

დაბადებული 21 აგვისტოს

. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთერთია იმ შვიდ თვეს შორის რომელიც 31 რიცხვით გადის. ძველი სლავები ამბობენ: "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა ხშირად, ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არ არის, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.

დაბადებული 21 აგვისტოს

21 აგვისტოს დაბადებული ადამიანები, ბუნებით ძალიან სტაბილურები და მზრუნველები არიან. საკუთარი ემოციების ფლობის უნარი და პრინციპულობა, რომელიც მათში დიდი დოზითაა განვითარებული ხშირად ეხმარება ამ ხალხს იმაში, რომ ცხოვრებისეული სირთულეები წუწუნისა და დეპრესიის გარეშე გადალახონ. უფრო მეტიც, მძიმე წუთებში იყონ სხვების დასაყრდენი და იმედი. თუმცა მათ უნდა ახსოვდეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, კერძოდ ის რომ სხვებზე ზრუნვასაც საზღვრები გააჩნია. ამიტომ ზომიერება უნდა დაიცვან, რათა სამომავლოდ იმედი არ გაუცრუვდეთ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"