. იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ, რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანსა და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისება, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.
დაბადებული 21 დეკემბერს
21 დეკემბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით კომუნიკაბელურიები და აქტიურები არიან. მათ აქვთ შესანიშნავი ორატორული შესაძლებლობები, ამიტომ გარშემომყოფთა დარწმუნება საკუთარ სიმართლეში მათთვის ძალზე მარტივი საქმეა. თუმცაღა ასტროლოგების აზრით, სასურველია ამ ადამიანებმა საკუთარ თავში არავერბალური კომუნიკაციის უნარიც განავითარონ, საიმისოდ რომ ე.წ „ჟესტების ენით“ შესძლონ გაცილებით უფრო დიდი წარმატების მიღწევა.