(ლათ. Octo - რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი "იყოფს" - ჰარმონიული, სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიური კუთხით.
დაბადებული 21 ოქტომბერს
21 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები, გამოკვეთილი ინდივიდუალისტები და კრეატიული ნიჭით დაჯილდოებული პერსონები არიან. თუმცა, მიუხედავად "თეთრი ყვავის" იმიჯისა, ისინი უჩვეულო უშუალობისა და კომუნიკაბელურობის წყალობით, ყოველთვის ახერხებენ საკუთარი ადგილის პოვნას სოციუმში.