ე.წ. "სამეფო" თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
დაბადებული 23 ივლისს
23 ივლისს დაბადებული ადამიანები, გულმოწყალე და მზრუნველი ნატურები არიან. მათ აქვთ ძალიან მყარად განსაზღვრული ფასეულობათა სისტემა – რა არის ცუდი და რა არის კარგი. ამიტომ ძალზე იშვიათად იცვლიან აზრს ვინმეზე, თუკი ერთხელ ჩამოუყალიბდათ შთაბეჭდილება.