(ლათ. Octo - რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი "იყოფს" - ჰარმონიული, სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიური კუთხით.
დაბადებული 23 ოქტომბერს
23 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები, ქარიზმატულები და გამჭრიახები არიან. მათ აქვთ ნიჭი ნებისმიერი სახის პრობლემას მიუდგნენ შემოქმედებითად და გამოსავალი ყოველთვის ორიგინალური გზით იპოვნონ. ამ ადამიანების ძირითადი ნაკლი, არის იმპულსურობა და გადამეტებული მიჯაჭვულობა მატერიალური ფასეულობების მიმართ. ამიტომ სასურველია ხასიათში ეს თვისებები დააბალანსონ.