განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცაღა გამომდინარე იქედან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
დაბადებული 24 იანვარს
24 იანვარს დაბადებული ადამიანები, უჩვეულოდ მომხიბვლელები და ქარიზმატულები არიან. მათ უმრავლესობას კარგად ეხერხება საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სწორად წარდგენა-შეფუთვა. ამიტომ ისინი ხშირად იმსახურებენ გარშემო მყოფებს შორის პატივისცემას და სიყვარულს. ბევრი მათგანი თავისებური "გურუს" სტატუსითაც კი სარგებლობს ახლობელთა წრეში. თუმცა, გადამეტებული აპლოდისმენტები საზოგადოების მხრიდან, ხშირად ხდება ამ ხალხისთვის ეგოიზმის სათავე. ამიტომ ამ კუთხით მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მოეთხოვებათ.