ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 24 მაისს
24 მაისს დაბადებული ადამიანები, სწორხაზოვანი ხასიათითა და სხვების დარწმუნების ნიჭით არიან გამორჩეულნი. მათ კარგად ეხერხებათ პედაგოგიური მოღვაწეობა, ასევე ინფორმაციის გადაცემა ნებისმიერი სახის ვერბალური არხით. ეს ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებს წლების მანძილზე ხვეწავენ და აუმჯობესებენ. რაც საშუალებას აძლევთ მათ, მუდამ სულით ახალგაზრდად იგრძნონ თავი.