(ლათ. Octo - რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი "იყოფს" - ჰარმონიული, სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიური კუთხით.
დაბადებული 24 ოქტომბერს
24 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები, მიზანმიმართულობითა და დაკვირვებულობით გამოირჩევიან. მათთვის ადვილია ნებისმიერი სახის პროფესიულ სარბიელზე თავის დამკვირდება, მაგრამ ხშირად ექმნებათ პრობლემები პირადში. ძირითადად იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერ ახერხებენ დრო ოჯახსა და საქმიანობას შორის სწორად დააბალანსონ.