განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცაღა გამომდინარე იქედან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
დაბადებული 25 იანვარს
25 იანვარს დაბადებული ადამიანები, ბუნებით ოპტიმისტები, ბავშვურები და გულალალები არიან. მათი დიდი ნაწილი ხშირად ხვდება საჭირო დროს, საჭირო სიტუაციაში რის ხაჯზეც ფორტუნა ამ ხალხს სხვებზე უფრო ინტენსიურად უღიმის ხოლმე. თუმცა, თვისება, ზედმეტი მნიშვნელობა მიაქციონ გარშემო მყოფების და ზოგადად, საზოგადოების აზრს ხშირად ხდება თვითშეფასების დადაბლების მიზეზი ამ ადამიანებში.