ძველრომაული კალენდრით იგი მეშვიდე თვედ იყო მიჩნეული ნაცვლად მეცხრე თვისა.
ძველი სლავები სექტემბერს "ვერესენს" უწოდებდნენ (პოლონურად Wrzesień), ერთ-ერთი მცენარის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელიც სწორედ ზაფხულის და შემოდგომის გზასაყარზე ყვაოდა.
ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიური ხედვის ნიჭია. თუმცა ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".
დაბადებული 25 სექტემბერს
25 სექტემბერს დაბადებული ადამიანები, დახვეწილი გემოვნებითა და კარგი ფსიქოლოგიური მონაცემებით არიან გამორჩეული. მათ მოსწონთ სოციუმში ყოფნა, თუმცა ჭეშმარიტად ერთგული მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ არიან, ვისთანაც სულიერი სიახლოვე და მნიშვნელოვანი ფასეულობები აკავშირებთ.