იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 25 თებერვალს
25 თებერვალს დაბადებული ადამიანები, მკვეთრი ინდივიდუალიზმით და მეგობრული ხასიათით არიან გამორჩეულნი. მათ უმრავლესობას გააჩნია კარგი ორგანიზატორული თვისებები და მოვალეობის ძლიერი გრძნობა. ისინი ხშირად მზად არიან, საკუთარი პირადი ინტერესები მსხვერპლად შეწირონ საყოველთაო საქმეს, ან იდეალებს. თუმცაღა სასურველია თუ ეს ხალხი, დროისა და ყურადღების ნაწილს ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვას მოახმარს.