. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორული ურთიერთობების რაგვარობას განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
დაბადებული 26 ივნისს
26 ივნისს დაბადებული ადამიანები, ხასიათის სიმტკიცით და საკუთარი შეხედულებების ურყევობით გამოირჩევიან. მათი უნარი ჭეშმარიტი მეგობრობა და თანადგომა გაუწიონ ახლობლებს, მართლაც გასაოცარია. ისინი იშვიათად იცვლიან ერთხელ ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებას სხვების მიმართ, თუმცა საკუთარი გრძნობების აშკარად გამოხატვის უუნარობა ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ ემოციურ სიცივეში და გულცივობაში ადანაშაულებენ მათ გარშემო მყოფები.