იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 26 თებერვალს
26 თებერვალს დაბადბეული ადამიანები, კარგი ინტუიციური შესაძლებლობებითა და ფსიქოლოგიური მიდგომის უზადო ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. მათ უმრევლესობას გააჩნია პედაგოგიური მონაცემები და მარტივად ახერხებს სოციუმთან უშუალო კავშირის გაბმას. ასეთი ხალხისგან კარგი მსახიობები, ლექტორები ან საზოგადო მოღვაწეები გამოდიან.