ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 27 მაისს
27 მაისს დაბადებული ადამიანები, გამჭრიახი გონებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. ხშირ შემთხვევაში მათგან საკუთარი საქმის კარგი სპეციალისტები გამოდიან. თუმცა, იშვიათად ახასიათებთ მრავალმხრივი ინტერესები. გააჩნიათ არგუმენტირებულად კამათის უზადო ნიჭი, ამიტომ თავიანთ მოსაზრებას ყოველთვის მხურვალედ იცავენ.