(ლათ. Octo - რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი "იყოფს" - ჰარმონიული, სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიური კუთხით
დაბადებული 27 ოქტომბერს
27 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები, დინამიკურობითა და მოუსვენარი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი მიზანმიმართულად მიიწევენ ყოველთვის წინ, უკეთესი მომავლის შესაქმნელად არამარტო საკუთარი თავის, ახლობლებისთვისაც. თუმცა მათი პრობლემა არის ის, რომ დესტრუქციულები ხდებიან წარუმატებლობის შემთხვევაში და ხანგრძლივი დროით უძნელდებათ რეაბილიტაცია. ამიტომ საჭიროა ასეთ სიტუაციაში მეგობრების იმედი იქონიონ და შველა თამამად სთხოვონ მათ.