ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 28 მაისს
28 მაისს დაბადებული ადამიანები, შემოქმედებითი ნიჭით და ორიგინალური აზროვნების უნარით არიან დაჯილდოვებულნი. მაგრამ სწორედ ამ მრავალმხრივობის გამო, მათ ხშირად უჭირთ შესაფერისი პროფესიის არჩევა. თუმცა თუკი საკუთარ ჭეშმარიტ მოწოდებას მაინც მიაგნეს, კოლოსალური წარმატების მიღწევის შანსები გააჩნიათ.