. იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ, რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანსა და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისება, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.
დაბადებული 29 დეკემბერს
29 დეკემბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით ძალზე პრინციპულები და ტრადიციულები არიან. მათ უმრავლესობას საკმაოდ რთული, თავისებური ხასიათი აქვს და ხშირად გარშემო მყოფებს უჭირთ მათთან უშუალო კონტაქტზე გასვლა. ეს ხალხი პატივს სცემს სანათესაოს, ოჯახს და ამაყობს საკუთარი გენეოლოგიით. ისინი ხშირად აღწევენ კარგ კარიერულ მაჩვენებელს, თუმცა გადამეტებული შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მანიაკალური თავდადება, ხშირად ხდება მათთვის მარტოობის მიზეზი.