განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცაღა გამომდინარე იქედან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
დაბადებული 29 იანვარს
29 იანვარს დაბადებული ადამიანები, უკონფლიქტო ბუნებით და ჰუმანური ხასიათით არიან გამორჩეული. მათ უმრავლესობას საშინლად არ უყვარს ჩხუბი, კრიტიკა და ცინიზმი. ამიტომ ეს ხალხი ცხოვრებისეული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, დინების მიყოლას ამჯობინებს ვიდრე აქტიურ ქმედებას მათ მოსაგვარებლად. თუმცაღა თუკი სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს სცდება ამ დღეს დაბადებულებს საკუთარ თავში გააჩნიათ საკმარისი რეზერვი საიმისოდ რომ საკუთარი უფლებების დასაცავადაც იბრძოლონ.