(ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახლეწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
დაბდებული 29 ნოემბერს
29 ნოემბერს დაბდებული ადამიანები, ფსიქოლოგიური ხედვის ნიჭით და კარგი კომუნიკაციის უნარით არიან დაჯილდოვებულნი. მათ შესანიშნავად გამოსდით და ეხერხებათ, გარშემომყოფები გულახდილად სასაუბროდ განაწყონ, რის ხარჯზეც ბევრი საჩოთირო საიდუმლოს მოსმენა უხდებათ ხშირად. თუმცათა თვისება ზედმეტად პირადპირი და „მართალი“ პოზიცია დაიკავონ სხვების განსჯისას, ხშირად უქმნის ამ ხალხს პრობლემას სოციუმთან.