(ლათ. Octo - რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი "იყოფს" - ჰარმონიული, სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიური კუთხით
დაბადებული 29 ოქტომბერს
29 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით მაძიებლები და გამომძიებლები არიან. მათ უყვართ ნებისმიერი სახის კვლევითი სამუშაოს ჩატარება, თავსატეხები და კროსვორდები. თუმცა მათი დიდი ნაწილი გვიან პოულობს პირად ბედნიერებას, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ სასიყვარულო ფრონტზე გადამეტებული სიფრთხილე და ეჭვიანობა ახასიათებთ. რაც ხელს უშლის ამ ხალხს საპირისპირო სქესთან სრულფასოვანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.