– კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
დაბადებული 30 აპრილს
30 აპრილს დაბადებულ ადამიანებს თავისებური გაორება ახასიათებთ ხასიათში. ერთი მხრივ, ისინი განიცდიან მოთხოვნილებას რომ მათზე ვინმე ზრუნავდეს, მეორე მხრივ კი სურვილი აქვთ ცხოვრებაში დამოუკიდებლად გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თუმცა გულწრფელ სიყვარულსა და მეგობრობაზე, ნებისმიერ მათგანს ადეკვატური რეაქცია გააჩნია და საპასუხოდაც არანაკლებ ერთგულებაზე არიან წამსვლელები.