განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცაღა გამომდინარე იქედან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
დაბადებული 31 იანვარს
31 იანვარს დაბადებული ადამიანები, კარგი ვიზუალური მონაცემებით, სასიამოვნო ხმის ტემბრით და მომხიბვლელობით გამოირჩევიან. მათ უმრავლესობას ბედი სწყალობს ისეთ სფეროებში, სადაც მასების წინაშეა საჭირო საკუთარი ნიჭის რეალიზება - მაგალითად სამსახიობო სარბიელი, კინო, შოუ-ბიზნესი, რეკლამა-მარკეტინგი და სხვა. თუმცა თვისებას, ძნელად დაემორჩილონ პერიოდულად მაინც, ჩრდილში ყოფნის აუცილებლობას ხშირად მოაქვს პრობლემები მათთვის.