ე.წ. "სამეფო" თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
დაბადებული 4 ივლისს
4 ივლისს დაბადებული ადამიანები, სიმამაცით და დიდსულოვანი ხასიათით გამოირჩევიან. მათ არ აკმაყოფილებთ მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო ცხოვრება და ცდილობენ, კლანურობის პრინციპით ყველას უპატრონონ ვინც მათ ახლო გარემოცვას წარმოადგენს. თუმცა ზოგჯერ გადამეტებულ ზრუნვას გარშემომოყოფებზე, გაუგებრობებიც მოსდევს.