მიხედვით ეწოდა, რომელიც იმ დროს ასევე გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი.
მარტის თვე ორ რადიკალურად განსხვავებული ბუნების ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - თევზებს და ვერძს. თევზები სენსიტიური, რბილი, დამყოლი ნიშანია. ვერძი კი შემტევი, აქტიური და გარკვეულწილად აგრესიული.
დაბადებული 4 მარტს
4 მარტს დაბადებული ადამიანები, ბუნებით თავშეკავებული და უზომოდ წინდახედული ინდივიდები არიან. მათ დიდ ნაწილს ახასიათებს გარკვეული ”ასოციალურობა”, რის გამოც ეს ხალხის ხშირად ირჩევს ისეთ პროფესიას, სადაც იზოლაცია და განმარტოებით მუშაობაა საჭირო (ექიმის, ფსიქოლოგის, კრიმინალისტის პროფესია). თუმცა, მათთვის აუცილებელია, რაღაც დოზით მაინც შეძლონ სოციუმთან კონტაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საზოგადოებას მათ მიმართ ძალზე ნეგატიური წარმოდგენა შეექმნას.