(ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახლეწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
დაბადებული 4 ნოემბერს
4 ნოემბერს დაბადებული ადამიანები მშვიდი და გაწონასწორებული არიან. მათი დიდი ნაწილი ფლობს განსაკუთრებულ უნარს, ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს სხვებზე და დამამშვიდებლად იმოქმედოს სტრესულ სიტუაციაში გარშემო მყოფების ფსიქიკაზე. ამიტომ ხშირად ვხვდებით ამ ადამიანებში ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს ან ექიმებს. თუმცა, თვისება სხვების ცხოვრებით ინტენსიურად დაინტერესდნენ, ზოგიერთ მათგანს დესპოტიზმისკენ უბიძგებს, რაც საბოლოო ჯამში კონფლიქტების მიზეზი ხდება.