იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 4 თებერვალს
4 თებერვალს დაბადებული ადამიანები, კრეატიული აზროვნებითა და თავისუფლების უზომოდ დიდი სიყვარულით გამოირჩევიან. ამ ხალხს უყვარს ყველაფერის თავის ჭკუაზე კეთება, ამიტომ ხშირად თავს ვალდებულად არ თვლიან ვინმეს რაიმე აუხსნან და სწორედ ამ თვისების გამოა ისიც, რომ მათთვის წარმატების მიღწევა ყოველთვის დიდ პრობლემებსა და წინაღობებს უკავშირდება.