იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს - თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანს და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისება, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.
დაბადებული 5 დეკემბერს
5 დეკემბერს დაბადებული ადამიანები, თამამები და საკუთარ თავში უზომოდ დარწმუნებული პიროვნებები არიან. მათთვის დამახასიათებელია რისკის სიყვარული და შეუპოვრობა. ისინი ისახავენ მიზანს და შეუჩერებლად მიიწევენ წინ გამარჯვებამდე. თუმცა ზოგიერთ მათგანს, ხშირად დამღუპველი იდეალიზმიც ახასიათებს, რის გამოც მათი სწრაფვა პირველობისკენ არცთუ იშვიათად იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას.